ისტორიის წერა გრძელდება - ზედიზედ 21 მატჩი
"კრუს ასულთან" გამარჯვებით, კარლო ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ 21 მატჩიანი გამარჯვებათა სერია "გამოაცხო"...
ამჟამად ფეხბურთელების მიზანი "მაროკოში", ფინალურ მატჩში წარმატების მიღწევაა. იმ შემთხვევაში თუ მომდევნო დაპირისპირება "ბლანკოსის" სასარგებლოდ დასრულდება, კარლოს შეგირდები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედლებს მოიპოვებენ.
წარმატებული სვლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დაიწყო, სადაც მადრიდულმა გიგანტმა ესპანეთის ლა ლიგაში განცდილი ფიასკოს შემდეგ შვეიცარიული "ბაზელი" მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 დაამარცხა. მას შემდეგ გუნდმა 12 დაპირისპირება ლა ლიგაში მოიგო, 5 ჩემპიონთა ლიგაში და ორიც Copa Del rey-ს ეგიდით გამართულ შერკინებებში. ახლა კი ამ შესანიშნავ ჩამონათვალს საკლუბო მუნდიალიც დაემატა, სადაც დედაქალაქელებმა თვალწარმტაცი შთაბეჭდილება დატოვეს.
გუნდის სტატისტიკა შესანიშნავია. 21 პაექრობაში ანჩელოტის შეგირდებმა 78 გოლს მოუყარეს თავი. (თითქმის 4 გოლი თითო მატჩში) და საკუთარ კარში მხოლოდ 10 მიიღეს.
- 17 დეკემბერი 2014
- 2 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.