რამოსი:"ეს წელი მართლაც დასამახსოვრებელია"
სერხიო რამოსი "კრუს ასულის" დამარცხების შემდეგ კმაყოფილებას ვერ მალავდა...
"დიდებულად ვითამაშეთ, ჩვენი სტილი შევინარჩუნეთ და მთელი 90 წუთის მანძილზე სიტუაციას ვაკონტროლებდით. გუნდმა ნაყოფიერად იასპარეზა და კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ნამდვილად ბრწყინვალე რიცხვები დავაფიქსირეთ, 2014 წელი დასამახსოვრებელია."
"ძალიან გვსურს მაროკოდან ოქროს მედლებით წასვლა. შარშანდელმა ჩემპიონთა თასმა საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობის საშუალება მოგვცა. მიზანი მუნდიალის მოგება გახლავთ."
"ფეხზე დისკომფორტი ვიგრძენი და მოედანზე რაფაელ ვარანი შევიდა. ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა სახის დაზიანება მაქვს, თუმცა ვფიქრობ, სერიოზული არაფერია და ფინალში ასპარეზობას შევძლებ."
"კასილასისგან მე არაფერი მიკვირს, შესაძლოა ზოგს გაუკვირდა, რომ მან ერთ კვირაში ორჯერ მოახერხა თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება, თუმცა ეს ჩემთვის ახალი ვერანაირად ვერ იქნება, ის საუკეთესოა."
- 17 დეკემბერი 2014
- 1 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.