როისმა „ბარსელონას“ „რეალი“ ამჯობინა
მიუხედავად იმისა, რომ როისი ლაზარეთშია და ტრავმას იშუშებს, მაინც რჩება სატრანსფერო სიახლეების მთავარ გმირად.
ალბათ, არავისთვისაა უცნობი, რომ გერმანელ შემტევს, პირველად, კატალონიელებმა დაადგეს თვალი.Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის გარკვეული ირიბი შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შევიდა ჩიხში, რაც „ბარსელონას“ ე.წ. სატრანსფერო ბანი გამოუწერა „ფიფამ.“
აღსანიშნავია, რომ „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები, კიდევ 1 წლით დორტმუნდში გაჩერებას სთხოვდნენ როისს (უკვე მომავალ ზამთარს, მათ შეეძლებათ ტრანსფერების გაჩარხვა - ავტ.), რაზეც მოთამაშისგან სასტიკი უარი მიიღეს, რამეთუ ამ უკანასკნელს, კრიზისში მყოფ „ბორუსიაში“ დარჩენა სასტიკად არ უნდა.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თამაშში გამოჩნდა სამეფო კლუბი, რომელიც მზად არის, მომავალ ზაფხულსვე სოლიდური თანხა გადაუდოს „ბუნდეს ლიგის“ ბინადარს და ამასთანავე, მარკოს მოთხოვნებიც სრულად დააკმაყოფილოს.აქედან გამომდინარე, ტრავმირებული როისი უპირატესობას ანიჭებს „რეალს“ და არა „ბარსელონას.“
MARCA
- 16 დეკემბერი 2014
- 4 411
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.