ანჩელოტი: „გვინდა, რომ მუნდიალის მოგებით დავასრულოთ დაუვიწყარი წელი“
საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალური პაექრობის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„რასაკვირველია, ნახევარფინალური სტადიის დაპირისპირება კარგ მოედანზე უნდა ჩატარდეს და ვფიქრობ, მარაქეშის სტადიონი შეესაბამება ამ სტანდარტს.“
„საფეხბურთო არენის შეცვლა „რეალს“ არ მოუთხოვია.„ფიფამ“ თავად შეგვატყობინა ამის შესახებ.“
„ჩემ განკარგულებაშია მსოფლიოს საუკეთესო დაცვითი ხაზი.“
„ცხადია, მე ვერ ვისაუბრებ რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ეს კლუბის პრეროგატივაა, თუმცა ვიცი, რომ ორივე მხარის სურვილია თანამშრომლობის გაგრძელება.“
„გვინდა, რომ მუნდიალის მოგების დავასრულოთ არაჩვეულებრივი წელი.ფეხბურთელებმა კოლოსალური რაოდენობის შრომა გაიღეს, რათა გუნდს მაროკოში გასამართი ტურნირის საგზური მოეპოვებინა.“
„ვფიქრობ, გუნდს შესანიშნავი მომენტი უდგას.ჩვენ უმტკივნეულოდ შევძელით ხამესისა და მოდრიჩის შეცვლა.მოწოდების სიმაღლეზე ვიმყოფებით, როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ ასპექტში.“
„ხედირა და ხამესი ხვალინდელ პაექრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა მზად იქნებიან ფინალისათვის.“
„„შალკეს“ შარშანაც დავუპირისპირდით, მაგრამ ახლა, ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი არ შეგვიძლია.“
„ჩვენ ნეგატიურზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ წინ ვიყურებით.“
„საკლუბო მუნდიალზე ჩემპიონი გუნდები ასპარეზობენ.შესაძლოა, „რეალი“ დანარჩენ გუნდებს ხარისხით აღემატება, თუმცა საჭიროა თამაშის ჩატარება.ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ტურნირზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს.“
„კასილიასი სასტარტო შემადგენლობაში დადგება.“
AS
- 15 დეკემბერი 2014
- 2 915
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.