პელეგრინი: "მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

წლის დასასრული იმის მაუწყებელია, რომ უნდა მოხდეს ყველაფრის შეჯამება.თითოელი ადამიანისათვის სხვადასხვა თვალსაზრისით უნიკალურია განვლილი წელი.მადრიდის "რეალისათვის" 2009 წელის საკმაოდ რთული გამოდგა.გუნდში მოხვდა დიდი ცვლილებები, რაც აისახა პრეზიდენტების, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების როტაციაში.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, განვლილი წელის "ბარსელონასათვის" დაუვიწყარი იყო, თუმცა მოდის 2010 წელი.ყველანი დიდი იმედებითა და ენთუზიაზმით ვხვდებით "ახალს."როგორც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, ისივე მანუელ პელეგრინიც, ბევრს ელოდება ორი ათას ათისაგან.გამოცემა "ას"-მა ჩილელ სპეციალისტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.გთავაზობთ ხსენებულ ინტერვიუს.

- 2009 წელი "ბარსელონამ" 6 ტიტულით გააცილა და 2 ქულიანი ჰანდიკაპით "რეალთან," ლა ლიგაზე...
- მე კატალონიელების ასეთმა შედეგმა არ გამაკვირვა, რამეთუ ვიცი რას მოველი ამ გუნდისაგან.მათ აქვთ სურვილი და ოსტატობა.ვგონებ, ჩემპიონატის მეორე წრე გაცილებით საინტერესო იქნება.

- თქვენ განაცხადეთ, რომ "რეალმა" "ბარსას" სტილში რომ ითამაშოსო, "ბერნაბეუს" ტრიბუნებს ქომაგები სტვენით აიკლებენო.ამ რეპლიკას დიდი პოლემიკა მოჰვყვა...
- სიმართლე გითხრათ, არ მსურს რომ ჩემმა განცხადებამ პოლემიკა გამოიწვიოს.ალბათ, ყველამ კარგად ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი."ბარსას" ფეხბურთი ყოველთვის შთამბეჭდავია, რაც შემადგენლობის ზუსტად შერჩევის დამსახურებაა.მე ვთქვი, რომ "ბარსელონას" სტილში რომ ითამაშონ მადრიდელებმა, ბერნაბეუს არ მოეწონება თქო, რამეთუ მადრიდში სხვანაირი თამაშის მოყვარულნი არიან ჩვენი.ინჩასებს მოსწონს პირდაპირი, შემტევი და რისკიანი თამაში, ანუ ისეთი, როგორიც "სარაგოსასთან" იყო.ეს ორი გუნდი სრულიად სხვადასხვა სტილით თამაშობენ.

- ერთი შეხებით თამაში პელეგრინის მოსწონს, თუ ეს მადრიდელი ფეხბურთელებისათვის დამახასიათებელი ელემენტია?
- უწინარეს ყოვლისა, მწვრთნელმა კარგად უნდა შეაფასოს ფეხბურთელების პოტენციალი და შემდეგ უნდა შეადგინოს სათამაშო სქემა."ვილიარეალში" არსებული რესურსებიდან გამომდინარე მოთამაშეების თამაში დაფუძნებული იყო პარტნიორის მონახვაზე, ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანაზე და ბურთის დიდხანს კონტროლზე.რაც შეეხება სამეფო გუნდში არსებულ რესურსებს, ალბათ ამაზე საუბარი ზედმეტია.წეღან აღვნიშნე, რომ "ბერნაბეუს" უყვარს, როდესაც გუნდი სწრაფად გადადის მეტოქის ნახევარზე და როდესაც დიდი დაძაბულობაა მოწინააღმდეგის საჯარიმოში.აქ პუბლიკა მომთმენი არ არის, ამიტომაც ვცდილობთ ისე ვითამაშოთ, როგორც მათ მოწონთ.

- "მარსელთან" თამაშის დროს გამოჩნდა, რომ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ოთხი ნახევარცმველით თამაშს.როგორ ფიქრობთ, პელეგრინიმ უკვე იპოვა საუკეთესო ტაქტიკა გუნდისათვის?
- სეზონის დებიუტში ძალიან ბევრი მატჩი გვქონდა გასამართი, ამიტომაც როტაციისათვის მიმართვა სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო.სწორედ აღნიშნული ხერხის გამოყენებით შევძელი სხვადასხვა ტაქტიკის მოსინჯვა და აქედან ავირჩიე ყველაზე ოპტიმალური.უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი "რეალის" ფეხბურთი, სწორედ იმ ფილოსოფიის მატარებელია, რომელიც ძალიან მომწონს.კონკრეტულად ჩვენი ტაქტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: მეტოქის კარისაკენ გამუდმებული ლტოლვა, თავდაცვა არცთუ ისე ბევრი ფეხბურთელით, მეტოქის ნახევარზე სწრაფი გადასვლა და ბურთის კონტროლი.

- თქვენ შესანიშნავი "სამეულის" ძალა, ჯერჯერობით ერთდროულად არ გამოგიყენებიათ, ანუ რონი, პიპიტა და ქარიმი ერთად არ გამოგიყვანიათ სასტარტოში...
- თქვენ გავიწყდებათ იმაზე, რომ მე ასევე ვთვლი რაულზე და ნისტერლოიზე.

- როგორც თქვენ იტყვით, თუმცა რაული უკვე ნახევარ საათსა არ ჰყოფს მოედანზე, ხოლო ვან გოლის დახმარებისაგან საერთოდ თავს იკავებთ...
- ბოლო შეხვედრებში ხსენებული სამეულიდან ორი ფეხბურთელი მაინც იყო მოედანზე.არ დაგავიწყდეთ, რომ კაკაც გვყავს გუნდში.

- სეზონის დასაწყიში 4-2-2-2-ით თამაშობდით, ხოლო ახალ 4-3-1-2-ს იყენებთ...
- ახლა ჩვენ ვცდილობთ ორი "ინსაიდით" ვითამაშოთ, რომლებიც ფრთებზე არიან განწსებულნი და ერთი "მოედნის ცენტრის შემოქმედით."ჩვენ ამისათვის გვყავს ვან დერ ვაარტი, მარსელო და ლასი.სექტემბერშიც ასეთივე გეზი გვქონდა, თუმცა მაშინ "ცენტრის შემოქმედის" ნაცვლად კიდევ ერთი თავდასხმელით ვთამაშობდით.ხსენებული სქემით ვთამაშობდი "ვილიარეალშიც" და მინდა გითხრათ, რომ გაამართლა.

- მარსელო თქვენ საიდუმლო იარაღად იქცა?
- გეთანხმებით.ის უნივერსალური მოთამაშეა.მას შეუძლია აწარმოოს შეტევები მარცხენა ფრთიდან და ასევე ჩამოვიდეს დაცვაში.ბრაზილიელი ვან დერ ვაარტსაც აზღვევს, რომელიც მისი დახმარებით თავისუფლად ერთვება შეტევაში.ჰოლანდიელის პოზიციაზე რაულსაც შეუძლია გარჯა.

- კითხვას გავიმეორებ, რომელ სქემას იყენებთ? შეგიძლია აგვიღწეროთ?
- გინდა თქვათ, რომ თქვენ სურათები მოგწონთ არა?

- დიახ.თქვენ სამი ნახევარმცველით თამაშობთ?
- არა.ორი ნახევამრცველი იქნება, რომელთაგან ერთი დაცვითი სტილის, ხოლო მეორე "თავისუფალი მხატვარი," რომელსაც შეეძლება შეტევების წამოწყება."ვილიარეალში" ასე ვთამაშობდი და აქაც იგივეს გავიმეორებ, რამეთუ ეს ტაქტიკა მომწონს.ჩემს გეგმაში თავდასხმელი პერმანენტულად არ დგას მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ის მუდამ მოძრაობაშია.მე მჭირდება გაცილებით აქტიური ფორვარდები.

- ბენზემა ბოლო მატჩებში სათადარიგოზე იწყებს თამაშს."ველოდრომზე" კი მისი თამაში შთამბეჭდავი იყო...
- ჩემს განკარგულებაში 23 მოთამაშეა და აქედან ყველას მიეცემა თამაშის შანსი.კოპა დელ რეიდან გამოვარდნა მოგვცემს საშუალებას, უკეთესად მოვემზადოთ სხვა ტურნირის მატჩებისათვის.ჩემი სურვილია სეზონის ბოლოს მყავდეს 16-17 ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრები იქნებიან.

- თქვენ იგუაინს არ იყენებდით სეზონის დასაწყისში, მაგრამ ის ახლა შეუცვლელია.უნდა აღინიშნოს, რომ მას ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზეც ამწესებთ ხოლმე...

- ჩემი სურვილია გონსალო "9 ნომრიანი" პოზიციის ფეხბურთელად ჩამოვაყალიბო.სეზონის სტარტზე მისი ნაკლებად გამოყენება სხვადასხვა მიზეზებისაგან იყო გამოწვეული.პიპიტას მიმართ საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი და უნდა აღვნიშნო, რომ მას ყოველთვის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, თამაშობს ის თუ არა ამა თუ იმ შეხვედრაში.ერთ-ერთი პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, ხომ არ ბრაზობდა ძირითადში რომ ვერ ხვდებოდა, რაზეცმ არგენტინელმა შემდეგი პასუხი გასცა: "მე მესმის როტაციისა და ამიტომაც არანაირი პრეტენზია არა მაქვს მწვრთნელის მიმართ."

- რა როლს ითამაშებს რაული გუნდში?
- მან მხოლოდ ის მატჩი გამოტოვა, როდესაც შვილი შეეძინა.ჩვენ ის ხშირად გამოგვყავს 15-20 წუთით ადრე და ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ის გუნდის ლეგენდაა და უთამაშებლობა არ ეწყინოსო, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა გათვლებს მასზე.ის მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებს მინდორზე შემოსვლის შემდეგ.პირველი ორი თვე კაპიტანი ხვდებოდა სასტარტოში, მაგრამ ახლა სხვა თავდასხმელები უკეთეს ფორმაში არიან და მე მათზე ვაკეთებ არჩევანს.

- კაკაში ჯერ ვერ ვხედავთ 68 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს...
- მას ახლა ტრავმა აწუხებს, რაზ ძალზედ საწყენია.საშობაო არდადეგები ბრაზილიელის წისქვილზე დაასხამს წყალს.კაკას არყოფნაში მის ფუნქციებს კარგად ითვისებ ვდვ.

- საშობაო არდადეგების დროს თქვენ ყოველდღე ივლით რონალდუსთან სახლში, რათა ის ჭკვიანად იყოს? პორტუგალიელის გარეშე "რეალ მადრიდი" ნახევარი "რელია."
- ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მის გარეშეც მოვახერხეთ ლიდერობის მოხვეჭა."ვალენსიასთან" შეხვედრა ამის კარგი დასტურია."ბარსელონას" ასეთ ფეხბურთელად მესი ითვლება.

- "მესტალიაზე" თამაში ერთგვარი გამოცდა იყო თქვენთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ წარმატებით ჩააბარეთ...
- პირველი დღიდან ვიცოდი, რომ ეს გუნდი ითამაშებდა.მხოლოდ "სევილიასთან" ჩავატარეთ ცუდი შეხვედრა.ჩვენ მოვიგეთ ისეთ სტადიონებზე, როგორებიცაა "ვისტენე კალდერონი," "ელ მადრიგალი" და "მესტალია.""ნოუ კამპზე" დავმარცხდით, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდით.

- პეპე სეზონის ბოლომდე უძლური იქნება.თქვენ აპირებთ ახალი მცველის დამატებას?
- ამის თაობაზე კარგი დაფიქრებაა საჭირო.პირადად ჩემთვის გარაი სასტარტო ფეხბურთელია.ასევე არ შეიძლება მეტცეს დავიწყებაც, რომელმაც მოიშუშა ტრავმა და მზად არის დაგვეხმაროს.

- თუ გარაი ასპროცენტიანი სასტარტოს მოთამაშეა, მაშინ ეს რამოსს სიმშვიდის საშუალებას აძლევს, რამეთუ მას არ მოუწევს მარჯვენა ფრთიდან ცენტრში გადანაცვლება?

- ჩემს თვალთახედვაში რამოსი მარჯვენა მცველია.ცენტრალური მცველის პოზიციისათვის სამი ფეხბურთელი გვყავს ამჟამად.ვგონებ, დავუშვებთ შეცდომას, თუ სერხიოს მარჯვენა ფრთიდან მოვხსნით.

- მარცხენა მცველის ყიდვასაც არ აპირებთ?
- მარსელოს შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.ამასთანავე შეიძლება კანტერადანაც დამატება ახალგაზრდა ფეხბურთელის.

- და იქედან ვინ უნდა გადმოიყვანოთ?
- კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის გვარის დასახელება არ შემიძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ახალგაზრდებს და საჭიროებს შემთხვევაში შემიძლია ვუხმო ნებისმიერს.

- რა ითხოვა თქვენგან ფლორენტინომ საშობაო ვახშამზე?
- იმ სუფრასთან მჯომმა ადამიანებმა კარგად ვიცოდით რა არის ჩვენი მიზანი 2010 წლისთვის.ნომერ პირველი მისიაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო ნომერ მეორეა ლა ლიგის მოგება.

- პრიმერას გათამაშება საშობაო არდადეგების გამო შეჩერებულია.ჩემპიონობისათვის კვლავ ორი გუნდი იბრძვის, ხოლო ქულათა სხვაობა მხოლოდ 2-ს შეადგენს...

- არ ვაპირებ სხვა გუნდები გამოვთიშო ამ ბრძოლიდან.სეზონის დასაწყისში, შობის არდადეგებამდე დაახლოვებით 34 ქულის აღებას ვფიქრობდი, თუმცა ჩვენ 37 ავიღეთ.ეს კარგი მაჩვენებელია.ჩემი სურვილია პირველი წრე 49 წულით დავასრულოთ.

- "ალკორკონთან" თამაშის შემდეგ დაძინება შეძელით?
- ეს იყო ჩემი მადრიდული კარიერის ყველაზე ცუდი მომენტი.პრესა ჩემს გადადგომას ითხოვდა.მე ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს შეცდომა შემადგენლობის დაყენებაში არ მდგომარეობდა.

- ის ღამე გუტისთან კამათით დასრულდა.მან თქვენ გაგაბრაზათ?
- ჩვენ მცირე დისკუსია გვქონდა, თუმცა ამას ჩემში გაბრაზება არ გამოუწვევია.მიუხედავად ყველაფრისა, ამ მომენტისათვის გადაწყვეტილია ეგ საკითხი.

- შობას ჩილეში შეხვდებით?
- დიახ.

- გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!
- მე კონტრაქტო 2011 წლამდე მაქვს და ვიმედოვნებ, რომ მის ამოწურვამდე გუნდში ვიქნები.ხორხე ვალდანომ ჩემზე გააკეთა გათვლა და აუცილებლად გავამართლებ ყველას იმედებს!

ინფორმაციის წყარო: As.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)