კეილორი:"ოპტიმიზმითა და დიდი მოტივაციით მივემგზავრები"
მადრიდის "რეალის" კიპერმა, კეილორ ნავასმა "მაროკოში" გაფრენის წინ კომენტარი გააკეთა...
"ისტორიული ფაქტის შემსწრე გავხდი. მადრიდის "რეალის" არაერთ სუპერვარსვლავს არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში, რადგან "ბლანკოსი" ჩემპიონთა თასზე წარმატებას წლების მანძილზე ვერ აღწევდა, ახლა კი დადგა დრო, როდესაც მაროკოდან ოქროს მედლები უნდა ჩამოვიტანოთ."
"ოპტიმიზმი არავის აკლია, ჩვენ დიდი მოტივაციით მივდივართ საკლუბო მუნდიალზე და წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება."
"ოპონენტებს პატივს ვცემთ, რადგან ეს კლუბები საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობენ, მათთვის "რეალთან" დაპირისპირება და წარმატების მიღწევა პრიორიტეტულია, რადგან დღევანდელ დღეს "ბლანკოსის" სახელი მთელ მსოფლიოში ქუხს."
- 15 დეკემბერი 2014
- 1 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.