დი სტეფანო: "სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია"

სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი, ალფრედო დი სტეფანო, "So Foot"-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავისი თანამემამულე, ლეიო მესი, იმსახურებდა ოქროს ბურთს.

"მესი ნამდვილად იმსახურებდა ამ ჯილდოს.ვფიქრობ, ჟურნალისტებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.სიმართლე გითხრათ, მესისა და რონალდუს თამაში ძალიან მომწონს.აღვნიშნავ, რომ ისინი როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით საუკეთესონი არინა.ორივეს კარგი ტექნიკა აქვს, თუმცა გუნდური თამაში უყვართ" - განაცხადა დი სტეფანომ.

მადრიდის "რეალის" ლეგენდა ფიქრობს, რომ გუნდში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებლი: "ჩემი აზრით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებლი გუნდში.მადრიდული პუბლიკა ყველაზე მომთხოვნია.ისინი ფეხბურთელებისაგან ლამაზ თამაშს და ბევრ გოლს ითხოვენ.მინდა ვთქვა, რომ ყველაფრისათვის დროა საჭირო.შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოხდა და ამიტომაც უნდა ვადროვოთ მოთამაშეებს.იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ყველანი კმაყოფილნი დავრჩებით."

დონ ალფრედომ ორი სიტყვით შეაფასა დონ ფლორენტინოს საქმისადმი სიყვარული: "პერესს მილიონი საქმე აქვს, თუმცა ის ყველაფერს კარგად ართმევს თავს.ხშირად გაკვირვებულიც კი ვრჩები თუ როგორ წვდება ფლორენტინო ყველაფერს.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის გუნდის ნებისმიერ თამაშს ესწრება."

საუბრის ბოლოს "რეალის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ მის როლზეც ისაუბრა სამეფო გუნდში: "მე კლუბის საპატიო პრეზიდენტი გახლავართ.ხშირად მეკითხებიან აზრს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით და მეც ვაძლევ მათ რჩევებს.მე არ მიყვარს ხმაურიანი განცხადებები."

ინფორმაციის წყარო: As.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)