ვარანი:"რომ არა ზიდანი, ახლა "უტდ"-ს ღირსებას დავიცავდი"
რაფა ვარანმა "Telefoot"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა მის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა...
"დედაჩემი ინგლისურ ენას ბრწყინვალედ ფლობს, ის მეხმარებოდა მანჩესტერ "იუნაიტედთან" მოლაპარაკებების წარმოებაში. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როდესაც ტელეფონის ზარი გაისმა, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ზინედინ ზიდანი მირეკავდა."
"ფრანგმა ლეგენდამ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, ის არაფერს დამპირებია, უბრალოდ მითხრა, რომ უდიდესი პერსპექტივის მატარებელი ვიყავი და მადრიდის "რეალში" ფეხის მოკიდება შემეძლო.
"ერთი წამით არ ვნანობ საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან "ბლანკოსი" სულ სხვა განზომილებაა. მანჩესტერელებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა მადრიდი მირჩევნია."
"ვფიქრობ, თამაშის კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება შემიძლია. წინსვლისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ და საკუთარ თავს დიდ მობილიზებას ვაიძულებ."
"მსურს, მნიშვნელვანი ფიგურა ვიყო როგორც "რეალისთვის", ასევე ეროვნული ნაკრებისთვის."
- 14 დეკემბერი 2014
- 2 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.