რონალდუ - მეტი გოლი, ვიდრე „ბარსელონას“ ტრიოს
ალბათ, შეუძლებელია ისეთი სიტყვის მოძიება, რომელიც სრულად შეესადაგება კრიშტიანუს მოქმედ სათამაშო ფორმას.
ამ მომენტისათვის, ალმერიელი რუბენი უკანასკნელი კიპერია, რომელმაც რონალდუს დუბლი გამოიტანა კარის ბადედან, ხოლო კატალონიელი კამენი ერთადერთი, რომელმაც შეძლო მისი დარტყმების გაუნებელყოფა.
პორტუგალიელმა წინახაზელმა გოლების გარეშე არ ისურვა საკლუბო მუნდიალზე გამგაზავრება და უკვე, 25 შედეგიან დარტყმას მოითვლის პრიმერა დივიზიონში.საინტერესოა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მასშტაბით, მხოლოდ 3 გუნდს აქვს შედეგიანობის უკეთესი მაჩვენებლი („ბარსელონას,“ „ვალენსიას“ და „ატლეტიკოს“).ამასთანავე, კრიშტიანუ უფრო მეტი ბურთით იწონებს თავს, ვიდრე მესი, ნეიმარი და სუარესი ერთად (საერთო ჯამში 24 გოლი).
შთამბეჭდავია, რომ 25 გოლით, კრიშტიანუ აღემატება იმ 39 თავდამსხმელს, რომლებმაც სხვადასხვა წლებში დაიბევეს „პიჩიჩის“ წოდება.მათ შორის არიან, ზარა, დი სეტფანო, პუშკაში, ლუის არაგონესი, გარატე, ქუინი, კემპესი, უგო სანჩესი, ბუტრაგენიო, რაული, რონალდო და სხვანი.
ალმერიაში თავის გამოჩენით, რონალდუმ პირადი რეკორდიც გააუმჯობესა, ლა ლიგის პირველ წრეში გოლების რაოდენობით კუთხით და მას მხოლოდ 3 გოლი აშორებს საუკეთესო მაჩვენებლამდე (მესის 28 გოლი საწყის 19 ტურში).
AS
- 14 დეკემბერი 2014
- 4 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.