"რეალმა" აღდგენითი ვარჯიში გამართა
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, გუნდს დასვენება არ ესაჭიროება და ვარჯიშის ინტენსივობაა საჭირო. დღეს "ვალდებებასის" საწვრთნელი ბაზა კვლავაც დაკავებული იყო, სადაც დედაქალაქელები აღდგენით ვარჯიშს მართავდნენ...
მცირე ხარვეზების მიუხედავად, "ბლანკოსმა" საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ზედიზედ მე-20 გახლდათ.
"რეალი" 2014 წელს ლა ლიგაში აღარ იასპარეზებს, რადგან კოლექტივს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს სათამაშო.
რამოსი, ნაჩო, არბელოა, კოენტრაუ და ხესე სრულ დატვირთვას იღებდნენ, დანარჩენი მოთამაშეები კი დროის მეტ წილს სატრენაჟორო დარბაზში ატარებდნენ.
სამი ხედირა კვლავაც ვერ ახერხებს 100%-ით დახარჯვას, რადგან გერმანელს მცირე დაზიანება აქვს.
ვილიამ ვეკი იკერ კასილასს, პაჩეკოსა და კეილორ ნავასს ავარჯიშებდა.
"ბლანკოსი" საკლუბო მუნდიალზე მეტოქეს ელოდება, რომელიც დღეს გახდება ცნობილი.
- 13 დეკემბერი 2014
- 1 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.