ბუტრაგენიო:"კასილასის ბრწყინვალე თამაშმა ბევრი რამ გადაყწყვიტა"
ემილიო ბუტრაგენიომ ტრადიცია არ დაარღვია და "ალმერიას" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა...
"რთული თამაში იყო. დაწინაურებისთანავე გოლი გავუშვით და სტატუსკვო აღდგა. მასპინძლები ძალიან მონდომებულები იყვნენ, მათთვის "რეალთან" თამაში ორმაგი მოტივაცია იყო."
"ბეილის გოლის შემდეგ სიტუაცია შედარებით უნდა დალაგებულიყო, თუმცა იკერის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რამაც დაგვძაბა, თუმცა ლეგენდარულმა კაპიტანმა საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გადაგვარჩინა. ამ მოქმედებამ მატჩში გარდატეხა შეიტანა. მესამე ბურთის შემდეგ ნამდვილად დავმშვიდდით, რამაც თავისუფლად თამაშის საშუალება მოგვცა."
"ალმერია ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მომდევნო სეზონში კვლავაც ლა ლიგაში უნდა გამოვიდეს. იმედი მაქვს, კლუბი პრობლემებს გადაჭრის და ცხრილის შუა ნაწილისკენ დაიწყებს სვლას."
"ახლა უკვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვფიქრობთ და წარმატების იმედი გვაქვს. კლასთან ერთად იღბალიც აუცილებელი იქნება."
- 13 დეკემბერი 2014
- 2 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.