ანჩელოტი: „ვალდებულნი ვართ, რომ მუნდიალი მოვიგოთ“
კარლო ანჩელოტიმ განვლილი თამაში შეაფასა.
„მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს.შეიძლება ითქვას, რომ რთული დაპირისპირება გამოდგა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა გამარჯვება. "ალმერია" მაქსიმალურად ცდილობდა შეეტია, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და აღებულ გეზს არ გადავუხვიეთ, რის საფუძველზეც რამდენიმე გოლი გავიტანეთ მათ კარში და მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში.“
„დიახ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ საკლუბო მუნდიალზე წარმატებას მივაღწიოთ. "ბლანკოსის" მიზანი ყველა ტურნირში წარმატების მიღწევაა. "მაროკოში" იოლ გასეირნებას ნამდვილად არ ველი, რადგან ეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია, სადაც ყველა გუნდი განსაკუთრებული მობილიზებით თამაშობს.“
"იკერის მოქმედებამ ბევრი რამ გადაწყვიტა. კაპიტანმა შესანიშნავი "სეივი" განახორციელა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა."
"ხამესის და მოდრიჩის ტრავმებს განსაკუთრებით ვაკვირდებით, მედიკოსები ძალ-ღონეს არ იშურებენ, თუმცა მათი დაბრუნება ჯერ ადრეა. კოლუმბიელს რეაბილიტაციისთვის იმდენი დრო ნამდვილად არ დასჭირდება, რამდენიც ლუკას."
- 13 დეკემბერი 2014
- 3 231
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.