რაული: "რონალდუს შეუძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს"
მადრიდის "რეალის" ცოცხალმა ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ, "ნიუ იორკ კოსმოსში" გადასვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან არაერთხელ ისაუბრა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან კრიშტიანო რონალდოს წარმატებებზე კომენტარი გააკეთა.
"ადრე იყო პელეს და მარადონას ეპოქ. ამ ორ ფეხბურთელს შორის საუკეთესოს გამოვლენას დღემდე ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი მესის და რონალდოს პერიოდია. ეს ორი ვარსკვლავი მატჩიდან მატჩამდე ახალ რეკორდებს ამყარებენ და საფეხბურთო ისტორიას წერენ. ძალიან რთულია გამოავლინო ვინ არის მსოფლიოს ნომერ პირველი, მეორე და მესამე ფეხბურთელი, თუმცა ჩემი აზრით, თუ რონი კიდევ ხუთი წელი გააგრძელებს ასეთ დონეზე თამაშს, იგი აუცილებლად გახდება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე."
"323 გოლის გატანა მარტივი საქმე არ არის. მახსოვს, როდესაც ეს რაოდენობა დავაგროვე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მთელი გულით მინდა კრიშტიანოს წარმატებები და ჩემი მაჩვენებლის ორჯერ მეტით გაუმჯობესება ვუსურვო."
"მინდა ჩემი პირადი სიმპატიები გამოვხატო კარლო ანჩელოტის მიმართ. იგი უმაღლესი დონის მწვრთნელია. ესპანეთში ზედიზედ 19 მატჩის მოგება ურთულესი ამოცანაა, რომელიც იტალიელმა სპეციალისტმა შეძლო."
As.com
- 12 დეკემბერი 2014
- 3 582
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.