ზაკი: „რონალდუს მივეცი ხმა“
მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბადუ ზაკიმ, „ოქროს ბურთის“ ფინალისტებს შორის რონალდუ გამოარჩია.
„გამოკითხვაში რონალდუს მივეცი ხმა და ვფიქრობ, რომ ის იმსახურებს ჯილდოს.პორტუგალიელმა დიდი წვლილი შეიტანა „კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.“
„ამასთანავე, კრიშტიანუმ მოიპოვა „პიჩიჩი,“ „ოქროს ბუცი,“ ჩ/ლიგის ბომბარდირობა და პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლის ავტორის წოდება.უბრალოდ არ მესმის, მეტი რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა, რომ ის საუკეთესოდ აღიარონ?“
„როგორც ყოფილი მეკარე, ვთვლი, რომ ნოიერი არ იმსახურებს „ოქროს ბურთს.“გერმანია არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ გუნდური თამაშის წყალობით გახდა მსოფლიო ჩემპიონი.“
„ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ბევრი ბრწყინვალე მეკარე იყო, თუმცა ასეთი ყურადღება არავის მიუღია „ფიფასგან.“არ დაგვავიწყდეს ჩ/ლიგის ნახევარფინალი, როდესაც რონალდუმ არ დაინდო „ბაიერნის“ კარის დარაჯი.“
Goal.Com
- 12 დეკემბერი 2014
- 2 855
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.