ნეგრედო:"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნეიტრალური ვიქნები"
ალვარო ნეგრედომ, "ალმერიასა" და მადრიდის "რეალს" შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა...
"მადრიდის "რეალის" აკადემიაში ძალიან ბევრი ლამაზი წელიწადი გავატარე, თუმცა არ შემიძლია დავივიწყო "ალმერია", სადაც პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. იქ მე ბევრი რამ ვისწავლე და მივიღე სათამაშო პრაქტიკა, რომელიც "ბლანკოსში" ყოველთვის მაკლდა. "ალმერია" ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ეს არის კლუბი, რომლის მაისურით არაერთი გოლი მაქვს გატანილი."
"ეს ის შემთხვევაა, სადაც ნეიტრალური ვიქნები და ორივე გუნდის წარმატება გამიხარდება. სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. მადრიდის "რეალი" ზედიზედ მე-20 გამარჯვების იბრძვის, "ალმერია" კი 10 ქულით ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ლა ლიგაში დარჩენა აქვს მიზნად დასახული."
"შანსი ორივე გუნდს აქვს. ბერნაბეუზე "რეალი" გაცილებით უფრო ძლიერია, თუმცა სტუმრადაც ფავორიტის სტატუსით ითამაშებს."
- 12 დეკემბერი 2014
- 1 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.