ფერნანდო ბურგოსი:"კარლო სრულფასოვანია"

ფერნანდო ბურგოსის განცხადებით, კარლო ანჩელოტის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ ის საკუთარ ფეხბურთელებს ბოლომდე იცავს და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს...

"ეჭვი არ მეპარება კარლიტო მე-20 გამარჯვებას მოიპოვებს. "ალმერია" უშანსოდაა, რადგან სამეფო კლუბის მოტივაცია უდიდესი გახლავთ. იტალიელი სპეციალისტი გამუდმებით აცხადებს, რომ რეკორდები არ აინტერესებს, თუმცა გულის სიღრმეში ყველა კმაყოფილია ნაჩვენები რეზულტატით."

"დუნგამ მარსელო ვიეირა გააკრიტიკა, ანჩელოტის დიპლომატიური პასუხი კი ყველამ კარგად იცის. იტალიელმა ყველა გააჩუმა."

"დოპინგ ტესტი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში სიურპრიზი არაფერი იყო. ვფიქრობ, შემოწმება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა განაპირობა."

"ხამესის ტრავმა ანჩელოტისთვის დიდი დანაკლისია, რადგან კოლუმბიელი ფეხბურთელი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. როდრიგესის არყოფნა ნახევარფინალში ნამდვილად სავალალოა, მაგრამ მედიკოსთა განცხადებით, ფინალში გასვლის შემთხვევაში კოლუმბიელი მინიმუმ 45 წუთს ითამაშებს, სხვა შემთხვევაში კი სამი ხედირა დამხმარე ძალად მოგვევლინება, რომელიც ნელ-ნელა დგება ფორმაში."

"ლუკა მოდრიჩის დაბრუნება თებერვალში იგეგმება, თუმცა ის ვარჯიშს იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყებს."

  • Hala
  • 12 დეკემბერი 2014
  • 1 520
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)