ილიარა - ან ახლა, ან არასდროს

24 წლის ნახევარმცველს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას კარიერაში - ან ახლა, ან არასდროს.

მოდრიჩის, ხამესისა და ხედირას ტრავმებიდან გამომდინარე, იტალიელ დამრიგებელს ილიარამენდიზე უწევს ფსონის გაკეთება.მიმდინარე სეზონის განმავლობაში პირველად, ბასკმა მოთამაშემ ზედიზედ 2 თამაში ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში და შეიძლება ითქვას, კრიტიკოსებსაც ბევრი სალაპარაკო დაუგროვდათ.

„სელტასა“ და „ლუდოგორეცთან“ თამაშის შემხედვარე, ასიერის პროგრესი თვალსაჩინოა.ის, აშკარად აუმჯობესებს ხარისხს და გაცილებით თავდაჯერებულად გამოიყურება.უპირატესობას ანიჭებს ერთი შეხებით პასის გაკეთებას და რაც მთავარია, რისკზე მიდის.

თავს მხრივ, ანჩელოტი ილიარას ნებისმიერ მოქმედებას აკონტროლებს.მწვრთნელი, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დარწმუნებული მის შესაძლებლობებში.მან მოედნის შუახაზი ანდო ასიერს და იქედან გაქანების უფლებას არ აძლევს.ყოფილი სანსებასტიანელის მთავარი ფუნქციას, კროოსის დაზღვევა წარმოადგენს - „ის მთლიანად ფოკუსირებული უნდა იყოს დაცვაზე“ - დასძინა რამდენიმე დღის წინ „პაპა კარლომ.“

„რეალის“ სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ილიარასგან კარგი ნახევარმცველი გამოთალოს.

MARCA

  • Nodarii
  • 11 დეკემბერი 2014
  • 3 554
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)