ანჩელოტი: „გვინდა, რომ სასიამოვნოდ დავასრულოთ წელი“
„ალმერიასთან“ თამაშამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია მოიწვია.
„ძალიან გვინდა, რომ საკლუბო მუნდიალი მოვიგოთ და მიმდინარე წელი სასიამოვნოდ დავასრულოთ.ვფიქრობ, სამეფო კლუბისათვის ფანტასტიკური იყო 2014.“
„ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა.საშობაო არდადეგების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილების ზამთრის ტრანსფერთან დაკავშირებით.მანამდე კი, მოდრიჩისა და ხამესის ტრავმების პროგრესს დავაკვირდებით.“
„ილიარამენდის მხოლოდ დაცვის წინ ძალუძს თამაში.კროოსისთვის პოზიციის შეცვლას არ ვსაჭიროებთ.“
„ხედირა გუნდთან ერთად გაემგზავრება მაროკოში, თუმცა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.“
„„ალმერიამ“ დამრიგებელი გამოიცვალა და ფეხბურთელები უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამოვლენ მოედანზე.ჩემი აზრით, ინტენსიური შეხვედრის მომსწრენი გავხდებით..ჩემპიონთა ლიგის განვლილ პაექრობაში, დიდად არ დაგვიხარჯავს ძალები, თუმცა სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.“
„გაკვირვებული ვარ მწვრთვნელის გათავისუფლებით, თუმცა ეს არც პირველი შემთხვევააა და არც უკანასკნელი.როდესაც საქმე ვერ მიდის კარგად, გუნდის ხელმძღვანელს ითხოვენ და არა შემადგენლობას.ასეთია ჩვენი ბედი.“
„ხამესი მომდევნო კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობს და ალბათ, ფინალს მზადყოფნაში შეხვდება.“
„ჩვენ უკვე ვაანალიზებთ მომავალი მეტოქეების თამაშებს.“
„მოდრიჩი იანვრის შუარიცხვებიდან დაიწყებს ვარჯიშს.“
AS
- 11 დეკემბერი 2014
- 2 481
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.