14 წლის წინ, „რეალი“ საუკეთესო კლუბად დაასახელეს
2000 წლის 11 დეკემბერს, FIFA-ს ვერსიით, მადრიდის „რეალი“ მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბად დასახელდა.
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით ჩატარებულ გამოკითხვაში, მადრიდელებმა ხმების 42% პროცენტი მიიღეს და ისეთი კლუბები მოიტოვეს უკან, როგორებიც „მანცესტერ იინაიტედი“ და „ბაიერნი“ არიან.
რომში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, „ფიფას“ პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, ფლორენტინო პერესსა და ალფრედო დი სტეფანოს გადასცა სპეციალური ჯილდო.
აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისათვის, „რეალის“ აქტივში შემდეგი ტიტულები ირიცხებოდა: 8 ჩემპიონთა ლიგა, 2 „უეფას“ თასი, 2 საერთაშორისო თასი, 2 ლათინო თასი, 17 „კოპა დელ რეი“, 5 ესპანეთის სუპერთასი და 27 პრიმერა დივიზიონი.
- 11 დეკემბერი 2014
- 2 151
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.