კეილორი:"იმედი მაქვს, მშრალ სერიას გავაგრძელებ"
კეილორ ნავასმა "ლუდოგორეცთან" დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად. კოსტარიკელმა კიპერმა რამდენჯერმე საკმაოდ ძლიერი დარტყმა მოიგერია...
"იმედი მაქვს, წარმატებული სვლა გაგრძელდება და როცა მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, ყოველთვის გამოვიჩენ თავს და საკუთარი კარის უსაფრთხოებას სათანადოდ დავიცავ."
"ბულგარელებთან რამდენიმე მომენტში კარგი "სეივი" განვახორციელე."
"როდესაც ბავშვი ვიყავი და თანატოლებთან ერთად ქუჩაში ვთამაშობდი ფეხბურთს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მადრიდის "რეალის" კარს დავიცავდი."
"მოტივაცია ძალიან დიდი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად, ჩემთვის ესპანეთის დედაქალაქში ყოფნა დიდი პატივია."
- 11 დეკემბერი 2014
- 2 349
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.