"რეალი" ისტორიის შეცვლას შეეცდება

მოგეხსენებათ, "ლუდოგორეცის" დამარცხება მადრიდის "რეალისთვის" ბევრი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ზედიზედ მე-19 გამარჯვება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მიმდინარე სეზონში დედაქალაქურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ექვსივე პაექრობა წარმატებით დაასრულა, რაც "მერენგების" ისტორიაში მეორედ მოხდა. გადავხედოთ გუნდებს, რომლებმაც ანალოგიური შედეგი წინა წლებში დააფიქსირეს...

მილანი 1992/1993 წლების სეზონი

იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის 1992/1993 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. "როსონერიმ" ჯგუფურ ეტაპზე "გოტებორგის", "პორტოს" და "ეინდჰოვენის" დამარცხება მოახერხა როგორც საშინაო არენაზე, ასევე სტუმრად. "შავ-წითლებმა" წარმატებული სვლა ფინალამდე განაგრძეს, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ფრანგულ "მარსელთან" 0-1 დათმეს შეხვედრა.

პსჟ 1994/1995 წლების სეზონი

"როსონერის" შესანიშნავი მიღწევიდან ორ წელიწადში, ფრანგულმა "პსჟ"-მ ანალოგიური გაიმეორა. დედაქალაქელებმა მიუნხენის "ბაიერნის", მოსკოვის "სპარტიკისა" და კიევის "დინამოს" დამწუხრება მოახერხეს 2-2-ჯერ. პარიზელები იმ სეზონში ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში "მილანთან" დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ცსკა 1995/1996 წლების სეზონი

მოსკოვის არმიელებმა პარიზელების ნაჩვენები შედეგი მომდევნო სეზონშივე გაიმეორეს. მათ "ლეგიას", "როსენბორგის" და "ბლექბერნის" დატოვება მოახერხეს ნულზე. მაშინ "ცსკა" მართლაც კარგ ფორმაში იყო, თუმცა 1/4 ფინალში ფრანგულ "ნანტთან" ვერაფერს გახდა.

ბარსელონა 2002/2003 წლების სეზონი

კატალონიელებმა 2002/03 წლების სეზონში მოსკოვის "ლოკომოტივს", "ბრიუგეს" და "გალათასარაის" წაართვეს ქულები, მათი თამაში მართლაც აღფრთოვანებას იმსახურებდა, თუმცა საჩემპიონო ოცნებას ბოლო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა მოუღეს 1/4 ფინალურ ეტაპზე/

მადრიდის "რეალი" 2011/2012 წლების სეზონი

"ბლანკოსმა" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ძალიან ეფექტურად ჩაატარა და ერთმანეთის მიყოლებით მიწასთან გაასწორა "აიაქსი" , ზაგრების "დინამო" და "ლიონი". სამეფო კლუბი იმ სეზონში შეუვალი სჩანდა, თუმცა ყველას კარგად ახსოვს 1/2 ფინალში "ბაიერნთან" წაგებული თერთმეტმეტრიანების სერია, რის საფუძველზეც "მერენგები" ფინალს მიღმა დარჩნენ.

დასკვნა

გამოდის, რომ ვერცერთმა ზემოხსენებულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის 100%-იანი შედეგით დასრულების შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ვერ მოიგო. იმედი ვიქონიოთ უსიამოვნო ტრადიციას, სწორედ კარლო ანჩელოტის ფორმაციის მადრიდის "რეალი" დაარღვევს და ჩემპიონთა ლიგის თასს ესპანეთის დედაქალაქში დაუდებს ბინას.

  • Hala
  • 10 დეკემბერი 2014
  • 3 278
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)