ხოსე ფელიქს დიასი:"CR7-ის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს"

ესპანელი ექსპერტ-ჟურნალისტის, ხოსე ფელიქს დიასის განცხადებით, კრიშტიანო რონალდუ კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე დგას და მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ფელიქსმა ასევე სხვა თემებზეც გაამახვილა ყურადღება და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთვა...

"რონალდუ გაცილებით უფრო მეტის გარანტია, ვიდრე სამუ ქულა და მოგება გახლავთ, პორტუგალიელი საკმაოდ დიდ რესურსს ფლობს, რომლის დალევა ამ ეტაპზე ფაქტობრივად წარმოუდგენელია."

"შარშანდელი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პორტუგალიელს ბომბარდირობის უდიდესი შანსი ჰქონდა, ახლა კი ლიონელ მესის სახით უდიდესი კონკურენტი ჰყავს, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც სხვა კლუბებს წარმოადგენენ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სოლიდურ პოზიციებს ამაგრებენ."

"კრიშტიანოსა და მესის შორის ბრძოლა წლების მანძილზე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ახლაც ანალოგიური სიტუაციაა."

"ვფიქრობ, ტონი კროოსს დასვენება სჭირდება. ლუდოგორეცთან მატჩში გერმანელი მოთამაშე 1 საათის მანძილზე ირჯებოდა მოედანზე, შემდეგ კი დასვენების საშუალება მიეცა. ჩემი აზრით ნახევარმცველს კიდევ უფრო მისცენ დასვენების დრო, რადგან სეზონი ძალიან გრძელია და ყველა პაექრობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობა დიდ სირთულეს წარმოადგენს."

"ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბლანკოსს" 100%-იანი შედეგი აქვს, ლა ლიგაში კი ცხრილს სათავეში უდგას, ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ 19 მატჩიანი მოგებათა სერია. არ გამოვრიცხავ, ანჩელოტის გუნდმა გინესის რეკორდი დაამყაროს."

  • Hala
  • 10 დეკემბერი 2014
  • 2 677
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)