ანჩელოტი: „ნაჩომ ფანტასტიკურად ითამაშა“
კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ გვინდოდა თამაშის მოგება და უპრობლემოდ გავაკეთეთ ეს.ფეხბურთელები კარგი ინტენსივობით აგორებდნენ ბურთს.“
„ნაჩომ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა.ჩიჩარიტოს არ გაუტანია, თუმცა ბევრი იმუშავა, ხოლო მედრანმა შეძლო თავის გამოჩენა.“
„როგორც განვლილ მატჩებში, დღესაც, ილიარამენდი მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა.ის თავდაჯერებულად ასპარეზობდა და რამდენიმე ეპიზოდში გამჭოლი პასიც გააკეთა შეტევაში.ასიერი თანდათან იხვეჭავს ნდობას.მას თავისუფლად შეუძია მუნდიალის თამაშიც.“
„იმ ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ, რომლებიც „რეალში“ არ ირიცხებიან.კრამერი მომწონს, თუმცა ის ერთადერთი ნახევარმცველი არ არის.“
„კროოსმა და ბეილმა წინა კვირაში დაისვენეს, შესაბამისად, დაღლილები არ იყვნენ.“
„შედეგი, რომელიც ჩემმა გუნდმა დადო, სერიოზული და პროფესიონალურია.ვეცდებით, შევინარჩუნოთ წარმატებული სვლა და რაც შეიძლება საუკეთესო მეთოდებით მოვემზადოთ თამაშებისათვის.ერთი რამ ნათელია, მე მყავს არაჩვეულებრივი შეგირდები.ამის თქმა არასოდეს მომბეზრდება.“
„ვერავინ წარმოიდგენა, რომ „ატლეტიკოსთან“ დამარცხების შემდეგ, ზედიზედ 19 პაექრობას მოვიგებდით.ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოგებათა სერია გაგრძელდეს.“
„ბეილმა უბრალოდ დარტყმა მიიღო ცხვირის არეში.რაც შეეხება ხედირას, ის მომავალ კვირაში დაგვიბრუნდება.“
„ხესესთან დაკავშირებით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.თანდათან გაიზრდება მისი სათამაშო დროც.“
MARCA
- 10 დეკემბერი 2014
- 2 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.