ანჩელოტიმ რაიკაარდის რეკორდი დაამხო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ყოველგვარი შესვენების გარეშე აგრძელეებენ ასპარეზობას.
ჩ/ლიგის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში „ლუდოგორეცის“ დამარცხებით, ანჩელოტის დამოძღვრილებმა ზედიზედ მე-19 მოგება ჩაიწერეს აქტივში და უკვე ერთით უკან მოიტოვეს რაიკაარდისა და „ბარსელონას“ 2005/06 წ.წ. დაფიქსირებული შედეგი.
ამჟამად, მადრიდელების გეგმებში, ბრაზილიური „კორიტიბას“ რეკორდის დამხობა შედის.სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა, რამდენიმე სეზონის წინ, მიჯრით 24 თამაში დაასრულა წარმატებით, რაც გინესის წიგნშიც აისახა.
იმისათვის, რომ „თეთრებმა“ კიდევ უფრო დიდი კვალი დატოვონ ფეხბურთის ისტორიაში, „ალმერიას,“ საკლუბო მუნდიალზე 2 მეტოქის, „ვალენსიას,“ „ატლეტიკოსა“ და „ესპანიოლის“ ძლევა მართებთ.
AS
- 10 დეკემბერი 2014
- 3 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.