ნაჩო: "ძალიან იღბლიანი ვარ"

ნაჩო ფერნანდესი დღეს "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. მატჩის დაწყებამდე ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა ,კომენტარი გააკეთა.

"არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დღე მადრიდის "რეალში". როდესაც აკადემიის რიგებში ვირიცხებოდი, ვოცნებობდი, რომ პირველ გუნდში მეთამაშა და ეს ოცნება ამიხდა. ჩემი დებიუტი ძირითად გუნდში ადრეულ ასაკში შედგა და მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო."

"მატჩიდან მატჩამდე ვცდილობ პროგრესი განვიცადო და ჩემი შესაძლებლობები მწვრთნელს ვუჩვენო. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები, რათა კარლო ანჩელოტის ნდობა მოვიპოვო. ყველაფერი ბოლო საფეხურიდან დავიწყე და ნელ-ნელა წინ მივიწევ."

"კასტილიაში გვასწავლეს სამეფო კლუბის სიყვარული. მადრიდული სულისკვეთება ჩემში ზის და მინდა, რომ მთელი ჩემი კარიერა ამ კლუბში გავატარო."

"როდესაც კარიერას დავამთავრებ, მინდა, რომ მწვრთნელი გავხდე. ჩვენი გუნდის თავკაცის შემხედვარე ვაანალიზებ, რომ მწვრთნელზე გაცილებით უფრო დიდი დატვირთვა მოდის, ვიდრე თითოეულ ფეხბურთელზე. მინდა, რომ სამწვრთნელო სკოლა გავიარო და წარმატებული დამრიგებელი გავხდე."

Bernabeudigital.com

  • Junior
  • 9 დეკემბერი 2014
  • 1 819
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)