რაული:"მადრიდში დაბრუნება გადაწყვეტილი მაქვს"
ლეგენდარული ელ კაპიტანო ამერიკულ "კოსმოსში" წარადგინეს, პრეზენტაციის შემდეგ რაულმა პრეს-კონფერენცია გამართა...
"ეს სწორედ ის არის, რასაც ველოდი. "კოსმოსს" დიდებული პროექტი აქვს, რომლის ნაწილიც გახლავართ. ნიუ იორკი საუკეთესო ქალაქია, ყოველთვის მაინტერესებდა აქაური ცხოვრების სტილი."
"ესპანეთში აუცილებლად დავბრუნდები, ერთადერთი ქალაქი სადაც მოღვაწეობას განვაგრძობ მადრიდი იქნება, რადგან იქ ჩემი სახლია. უკვე გადაწყვეტილია, რომ სამომავლოდ "ბლანკოსში" ვიმუშავებ."
"ბარსელონაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, იქაურებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემთვის მადრიდი და ადგილობრივი კლუბი პირველი და განუმეორებელია, "რეალთან" უდიდესი მოგონებები მაკავშირებს."
"მოხარული ვარ, რომ "კოსმოსის" ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა და პროექტის სრულყოფილ წევრად გამხადა. მოტივაცია არ მაკლია, იმედი მაქვს, პროდუქტიული ვიქნები და კლუბს გატანილი გოლებით დავეხმარები."
- 9 დეკემბერი 2014
- 5 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.