რეალი მაიკონს არ ეშვება
როგორც ჩანს "მეფეები" ისევ დაინტერესებულნი არიან ბრაზილიელი მცველით.
საუბარია არა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, არამედ ზამთრის სატრანსფერო პერიოდზე. როგორც ჩანს მადრიდელები სერიოზულ ძალას ხედავენ ბრაზილიელის სახით და მისი შეძენაც განუზრახავთ. "Corriere dello Sport"- ის თქმით მადრიდელები მზად არიან 30 მილიონი გადაიხადონ და იანვარშივე გაიფორმონ მაიკონი.
ეს ყველაფერი რამოსის ცენტრში გადაწევას შეიძლება მოყვეს. სწორედ ასეთი არგუმენტებით ამყარებენ მაიკონთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ჟურნალისტები. ამ ყველაფერთან ერთად შეგახსენებთ, რომ საუბრები მიდის რაფინიას, ივანოვიჩის, ოტამანდისა და რატსის ტრანსფერებთან დაკავშირებით.
by: aqilevs
- 24 დეკემბერი 2009
- 3 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.