მფრინავი რონალდუ
FIFA-ს ოფიცლაურმა ვებგვერდმა, „ოქროს ბურთის“ ფინალისტის მონაგარი მიმოიხილა.
2014 წელი, უფრო ბევრ გოლთან და რეკორდებთან ასოცირდება რონალდუსთვის.იანვარში, რიგით მეორე „ოქროს ბურთის“ მიღების შემდეგ, კრისტიანუს ტემპი არ დაუგდია, პირიქით, მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგისა და „კოპა დელ რეის“ მოგებაში დახმარება გაუწია.
ზაფხულში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი იმედგაცრუება გამოდგა როგორც მისთვის, ასევე პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისათვის.მან მხოლოდ ერთი გოლი მიითვალა (განასთან) ტურნირის განმავლობაში, თუმცა მფრინავი ფორვარდის მადრიდულ სტატისტიკას არაფერი დაეწუნება.„ბლანკოსის“ ისტორიაში ჩ/ლიგის მეათე თასთან ერთად, „შვიდიანმა,“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ასპარეზზე 17-ჯერ თავის გამოჩენით, რეკორდსაც გამოკრა ხელი.რონალდუმ დიდებულად დაიწყო 2014/15 წ.წ. სეზონიც, გაიტანა რა, ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გოლი ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
საერთო ჯამში, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი ფინალტი, მესამეც ეცდება წოდების მოხვეჭას.მას ბევრი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ ღიმილით გადახედოს განვლილ 12 თვეს.FIFA.COM-ი 3 ეპიზოდს გამოყოფს ფეხბურთელის დასამახსოვრებელი წლიდან:
29 აპრილი, „ბაიერნი“ - „რეალი“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩის სათამაშოდ, მადრიდელები ერთ ბურთიანი სხვაობით ჩავიდნენ გვარდიოლას „ბაიერნთან.“მაშინ, როდესაც ფეხბურთის მოყვარულები ესპანური გრანდის ტესტირების მოლოდინში იყვნენ, რონალდუ და მისი კოჰორტები სხვა იდეებით გამსჭვალულნი გავიდნენ მოედანზე და ხაზის გაუსვეს მათ სიძლიერეს, 0-4-ის მოგებით.აქედან, 2 გოლი პორტუგალიელმა მიითვალა.მადრიდელებისთვის საოცნებო „დესიმას“ გზაზე, რონალდუმ 16 შედეგიანი დარტყმა განახორციელა და უკან მოიტოვა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირები (ალტაფინი და მესი), ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით.ის არც ფინალში ყოფილა უსაქმურად, დამატებით მეორე ტაიმში წერტილი დაუსვა „ატლეტიკოს“ მარცხს.
14 ოქტომბერი, დანია - პორტუგალია
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები კრიშტიანუს დიდებული ძალისხმევის წყალობით მოხვდა მუნდიალზე, სადაც საკლუბო სეზონიდან გამოყოლილი ტრავმის გამო, თანაგუნდელებს, ჯგუფრი ეტაპის დაძლევაში საფუძვლიანი დახმარება ვერ გაუწია.ამის შემდეგ, „წითლებმა“ უფერულად დაიწყეს კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპიც - 0-1 ალბანეთთან, თუმცა მალევე, კრიშტიანუ მხსნელად მოევლინა ნაკრებს (ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - ავტ.) და უკვე დანიელებთან პაექრობაში, მსაჯის მიერ კომპონსირებულ დროში გოლის გატანით, მეტად მნიშვნელოვანი ქულები დაუბევა გუნდს.ამით, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თანემამულეებს, რომ კრიზისულ პერიოდში, შეიძლება მასზე დაყდრნობა.
1-ლი ნოემბერი, „გრანადა“ - „რეალი“
შესაძლებელია, 2014/15 წ.წ. სეზონის სტარტი, ყველაზე შთამბეჭდავია პორტუგალიელის კარიერაში, რამეთუ ზედიზედ 12 მატჩში (ყველა საკლუბო ტურნირზე) მოახერხა მეტოქის კარის აღება.მისი წარმატებული სვლა (ზედიზედ გატანა) „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ დასრულდა („ლივერპულთან“ 0-0).„დეპორტივოსთან“ და „სელტასთან“ ჰეთპთრიქებისა და „ელჩესთან“ ე.წ. პოკერის წყალობით, კრიშტიანუ 23 გოლს მოითვლის პრიმერა დივიზიონში, რაც საუცხოო შედეგია.
- 8 დეკემბერი 2014
- 3 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.