ხამესი: „რონალდუ ხმების 99%-ს მიიღებს“
კოლუმბიელმა ხამეს როდრიგესმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა Marca-ს.
- 5 წლიდან ოცნებობდი სამეფო კლუბის მაისურის მორგებაზე.როგორ გრძნობა დაგეუფლა პრეზენტაციის დროს?
- სიმართლე გითხრათ, მიჭირს მაშინ განცდილი გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.უბრალოდ დიდებული იყო პრეზიდენტთან და ასობით ქომაგთან ერთად ყოფნა.ოცნება რეალობაც იქცა.
- ისეთ სიამოვნებას იღებ „რეალში“ თამაშით, როგორსაც ელოდებოდი?
- არა, უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე წარმოვიდგენდი (იცინის).
- მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ფეხბურთელები ხართ, ძალიან ხშირად გადარებენ დი მარიას...
- ანხელი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში, თუმცა მე ვარ ხამესი და ჩემი საქმის კეთება მინდა.
- დაცვაში თამაში...
- ანჩელოტი დიდებული მწვრთნელია და ჩვენ ხშირად გვიწევს საუბარი.განვლილი თვეების განმავლობაში, კარლომ ბევრი რამ მასწავლა ამ კუთხით.თავდაუზოაგავ ვმუშაობ და ვცდილობ.ყველანი ბედნიერები ვართ კარლიტოსთან მუშაობით.
- ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელისგან, როგორიც თქვენ ხართ, დაცვაში დიდი ენერგიის დახარჯვას ითხოვენ...
- რა თქმა უნდა, გავაკეთებ იმას, რასაც კლუბი მოითხოვს, ეს ყველაზე პრიოტიტეულია ჩემთვის.
- ეს არის გუნდის წარმატების გასაღები?
- დიახ.ჩვენს შემადგენლობაში ყველანი საუკეთესოობისაკენ მიისწრაფვის, რაც უფრო კონკურენტუნარიანს ხდის გუნდს.
- რას ფიქრობ „ოქროს ბურთზე?“
- აღნიშნულ ჯილდოზე ნებისმიერი მოთამაშე ოცნებობს, მაგრამ ამ წუთისათვის, კრიშტიანუ იმსახურებს გამარჯვებას.როგორც შარშან, წელსაც უდადვოდ იმსახურებს.
- ძალიან დარწმუნებული ჩანხართ...
- ის ხმების 99 პროცენტს მიიღებს.როგორც ჩვენი მწვრთნელი იტყოდა, კრიშტიანუსა და დანარჩენებს შორის დიდი სხვაობაა.
- როგორ ახერხებს რონალდუ ამ რაოდენობის გოლების გატანას?
- ყველაფერზე მისი კვალიფიციაურობა მეტყველებს.რონალდუ თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ იყოს საუკეთესო და არის კიდეც.
- თქვენც ისეთივე პროფესიონალი ხართ, როგორც რონალდუ?
- ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო გავაკეთო და შეძლებისდაგვარად ვიყო პროფესიონალიც.
- თქვენი თამაში გაუჯობესებას საჭიროებს?
- გარკვეული ასპექტების გაუმჯობესებას ყოველდღიურად ვცდილობ.მინდა, რომ გუშინდელზე უკეთესად გამოვიყურებოდე.ეს არის ჩემი ფილოსოფია.
- რას იტყვი გუნდის გასახდელზე?
- ჩვენ ოჯახივით ვართ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.
MARCA
- 8 დეკემბერი 2014
- 2 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.