„რეალი“ ხამესის შემცვლელად სილვას განიხილავს
მოდრიჩისა და როდრიგესის ტრავმებმა საგონებელში ჩააგდო იტალიელი დამრიგებელი.
პირველად მონაცემებით, კოლუმბიელი ნახევარმცველის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და შესაძლოა, დიდი ხნით მოუწიოს უქმობა.აქედან გამომდინარე, ანჩელოტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველის დამატების საჭიროებას ხედავს.
მნიშვნელოვან დაპირისპირებებში „პაპა კარლო“ სასტარტო შემადგენლობას ვერ ანდობს ილიარამენდის, რომელზეც დორტმუნდში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ აიცრუა გული, ხოლო ხედირას ფიზიკური კონდიციები საიმედო ნამდვილად არ არის.შესაბამისად, დღის წესრიგში ახალი შუახაზელის მოყვანა დგას.
AS-ის ინფორმაციით, მადრიდელები დააჩქარებენ ლუკას სილვას ტრანსფერს და დიდი ალბათობით, ბრაზილიაში საუკეთესო აღიარებული ნახევარმცველი, ზაფხულის ნაცვლად, ზამთარში გააძლიერებეს ანჩელოტის გრანდს.
AS
- 8 დეკემბერი 2014
- 3 800
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.