ბენზემა: "ოქროს ბურთის მფლობელი საუკეთესო უნდა იყოს და ეს იქნება..."
კარიმ ბენზემამ ოქროს ბურთის ღირსეულ გამარჯვებულზე ისაუბრა.
"ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა კარგად იასპარეზა. მართალია ჩემპიონები ვერ გავხდით, თუმცა თითოეული მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა. მუნდიალზე გავიტანე გოლები და გავაკეთე საგოლე გადაცემები, რაც ჩემთვის უმთავრესი ამოცანა იყო."
"მსოფლიო ჩემპიონატზე გამოჩნდა არაერთი საუკეთესო მეკარე და გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ოქროს ბურთის ერთ-ერთი ნომინანტი სწორედ მანუელ ნოიერია. იგი არის უმაღლესი დონის კიპერი, რომელიც პატივისცემას იმსახურებს."
"მიუხედავად ყველაფრისა, მე ხმას საუკეთესოს ვაძლევ და ეს არის კრიშტიანო რონალდო. ყველამ შესანიშნავად იცის მისი შესაძლებლობები და ამას თანაგუნდელები უფრო კარგად აფასებენ. რონის გვერდით თამაში საქმეს აადვილებს. ვფიქრობ, ოქროს ბურთის გამარჯვებული არა მესი, არა ნოიერი, არამედ კრიშტიანო უნდა გახდეს."
Bernabeudigital.com
- 7 დეკემბერი 2014
- 4 104
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.