ლი როუდენი: "ის დღითიდღე უკეთესი ხდება"
ფეხბურთის სფეროში განთქმულმა ესპანელმა მწერალმა, ლი როუდენმა, რომელიც ESPN–ის ტელევიზიაში მუშაობს, კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო პოზიცია დააფიქრისა.
მოგეხსენებათ, რომ "მალაგასთან" მატჩში, კრიშტიანუ რონალდუმ ვერ მოახერხა გოლის გატანა, თუმცა მან გააკეთა ორი დიდებული საგოლე გადაცემა და საბოლოოდ მადრიდის "რეალმა" მეტოქე 1:2 დაამარცხა. ესპანელი მწერალი ლი როუდენი ამის შესახებ წერს:
"პორტუგალიელმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის გოლებში. რა თქმა უნდა, კრიშტიანუს არაერთი საგოლე გადაცემა გაუკეთებია, თუმცა პირადად მე, „მალაგას“ წინააღმდეგ მისი თამაში, მისი პიროვნებისა და მენტალიტეტის შეცვლად მესახება. სანამ რონალდუ ბენზემაზე საგოლე გადაცემას გააკეთებდა, მან დიდებული თამაში გვაჩვენა: გარბენი, ორი მცველის ჩამოტოვება და ზუსტი გადაცემა.“
„ბენზემას გოლის შემდეგ, რონალდუ საპირისპირო მხარეს გაიქცა და გააკეთა მოძრაობა, რომელსაც ხშირად აკეთებს საკუთარი გოლის აღსანიშნავად, თუმცა ეს არ ყოფილა მისი გოლი... ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „შვიდიანმა“ საგოლე გადაცემა აღნიშნა.კრიშტიანუ აგრძელებს წინსვლას, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ის დღითიდღე უკეთესი ხდება"
წყარო: espnfc
- 6 დეკემბერი 2014
- 1 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.