"არსენალი" ბოლო შეთავაზებას ამზადებს
ინგლისური საინფორმაციო წყაროების ცნობით, მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი ხედირასთან დაკავშირებით ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს...
არსენ ვენგერი იმედს არ კარგავს, რადგან ხედავს, რომ გერმანელი მოთამაშე ადრე თუ გვიან სამეფო კლუბს დატოვებს. მას პრაქტიკულად არ ეძლევა სათამაშო დრო და უდიდესი კონკურენციის პირობებში უწევს ვარჯიში.
"მეთოფეების" შეთავაზება 8 მილიონიანი იქნება. მოგეხსენებათ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შეთხვევაში სამი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს და ფლორენტინო პერესი მის სანაცვლოდ ერთ ცენტსაც კი ვერ მიიღებს.
კარლო ანჩელოტიმ პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ზამთარში "ბლანკოსს" არავინ დაემშვიდობება, თუმცა ინგლისელებს სწორედ ზემოხსენებული გარემოების იმედი აქვთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი პერესი სარგებელს ვერ ნახავს, რაც მის გეგმებში ნამდვილად არ შედის.
- 6 დეკემბერი 2014
- 1 508
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.