"ტოტენჰემი" "ვან გოლს" არ ეშვება
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი გოლეადორის, რუუდ ვან ნისტერლოის, გადაბირებისათვის რამდენიმე ინგლისური გუნდი იბრძვის.მათ შორის ყველაზე აქტიურია ლონდონური "ტოტენჰემი."
ბრიტანული სპორტული გამოცემების აზრით, ჰარი რედნაპის მიერ დარიგებული გუნდი შეეცდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ტრანსფერის გაჩარხვას.თავად მწვრთნელი მიიჩნევს, რომ რუუდს ჯერ კიდევ შესწევს ძალა მაღალ დონეზე თამაშისა.მისი აზრით, "ტოტენჰემში" გადასვლა სარფიანი იქნება ფეხბურთელისათვის, რამეთუ წინ 2010 წლის მუნდიალია და ნისტერლოის ექნება შანსი თავისი თამაშით მოიპოვოს ტურნირზე წასვლის უფლება.
ნიდერლანდელ მეგოლეს ინტერვიუებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ მადრიდის "რეალის" დატოვება არ სურს.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 24 დეკემბერი 2009
- 3 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.