"სელტასთან" მატჩი რამოსისთვის მე-300 იქნება"
მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანი, სერხიო რამოსი "სელტასთან" საიუბილეო, მე-300 დაპირისპირებას გამართავს...
ესპანელი ფეხბურთელი "მერენგებს" 2005 წელს შეუერთდა, ის დედაქალაქელი უკვე თითქმის 10 წელია გახლავთ. ამ ხნის განმავლობაში ლა ლიგაში მსგავსი ციფრის ჩვენება არც ისე იოლია, თუმცა ჩვენ საქმე სერხიოსთან გვაქვს და არა რომელიმე რიგით ფეხბურთლთან.
ამ ხნის მანძილზე რამოსმა არაერთი ტიტული მოიგო, იგი რამდენჯერმე დაეუფლა ლა ლიგასა და ესპანეთის სამეფო თასს. შარშან კი მიუნხენის "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა, რის გამოც "ბლანკოსი" ფინალში აღმოჩნდა. თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" 93-ე წუთზე გატანილი ბურთი კი ისტორიას სამუდამოდ დარჩა.
- 6 დეკემბერი 2014
- 1 295
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.