ხამესს ყველა გზა გაუხსნეს

ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონში ოთხ პოზიციაზე ითამაშა.

კოლუმბიელი ვარსკვლავი არის ერთადერთი ფეხბურთელი სამეფო კლუბის შემადგენლობაში, რომელმაც ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე სეზონში ხამესმა 21 შეხვედრა ჩაატარა. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებელში ტონი კროოსია, რომელმაც ერთით ნაკლები მატჩი გამართა (20 შეხვედრა).

აღსანიშნავია ისიც, რომ როდრიგესი კარლო ანჩელოტის შემადგენლობაში ყველაზე მრავალფუნქციური მოთამაშეა. მას შეუძლია ნახევარდაცვაში და თავდასხმაში ნებისმიერი ტრავმირებული თუ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის ჩანაცვლება. სეზონის დასაწყისში, როდესაც გარეთ ბეილმა დაზიანება მოიშუშა და გუნდს შეუერთდა ყველა ფიქრობდა, რომ კოლუმბიელი ახალგაზრდა სათადარიგოთა სკამზე დაჯდებოდა, თუმცა ანჩელოტიმ იგი რეზერვისთვის ვერ გაიმეტა და მოიფიქრა ახალი ტაქტიკა (4-4-2), სადაც ხამესს უკან დაწევა მოუხდა.

ლუკა მოდრიჩის ტრავმამ მადრიდელთა "ათიანს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი გაუმყარა. როდრიგესმა და ისკომ ერთმანეთს დიდებულად გაუგეს, ეს კი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საქმე გვაქვს ნახევარდაცვის ცენტრალურ რგოლთან.

ხაზგასასმელია ისიც, რომ სეზონის დასაწყისში გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ ანხელ დი მარიას გუნდიდან წასვლით, რადგან მათი აზრით, არგენტინელი ფეხბურთელის ფუნქციებს ვერავინ შეასრულებდა. გავიდა სულ რამდენიმე თვე და ხამესმა დაამტკიცა, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა შეტევის ხაზზე.

Marca.com

  • Junior
  • 5 დეკემბერი 2014
  • 2 124
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)