"მალიორკას" უარის შემთხვევაში, ასენსიო კონტრაქტის გაუქმებას გეგმავს
როგორც ჩანს, მალიორკელ ტალანტს მადრიდში გადმოსვლა სურს.
ორი დღის წინ ფლორენტინო პერესსა და მალიორკელთა ბოსებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, მაგრამ გუნდები ტრანსფერის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. თეთრებს მარკოში 3.7 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს. თავის მხრივ არც მალიორკელები უცვლიან 4.5 მილიონს ფეხს.
შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს თავად ფეხბურთელიც ეძებს. AS-ის ცნობით, ასენსიო კიდევ ერთი უარის შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტით იმუქრება.
შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიოსთვის "მადრიდის რეალის" გარდა კატალონიის "ბარსელონაც" იბრძვის.
- 5 დეკემბერი 2014
- 2 332
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.