პრემიერ ლიგაში ქარიმისთვის იბრძვიან
მადრიდული გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ ქარიმ ბენზემასთვის ინგლისურ პრემიერ ლიგის გუნდებს შრის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული.ფრანგი მოთამაშის გადასაბირებლად ბრიტანული გრანდები იბრძვიან.
ბენზემას აგენტმა პრესასთან საუბრის დროს დასძინა, რომ თავისმა კლიენტმა რამდენიმე დღის წინ უარით გაისტუმრა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" წარმომადგენლები.ის ამბობს, რომ "სიტის" საკმაოდ სოლიდური თანხის გაღება სურდა ფეხბურთელში, ხოლო რაც შეეხება "არისტოკრატებს," ისინი ქარიმში ხედავენ დროგბას შემცვლელს.
ფეხბურთელისადმი არანაკლებ ინტერესს გამოხატავს "არსენალის" ფრანგი თავკაცი, არსენ ვენგერი."მეთოფეთა" დამრიგებლის სურვილია თავის ახალგაზრდულ გუნდს ძალზედ პერსპექტიული ფორვარდი შეუმატოს.
მიუხედავად ამდენი დაინტერესებისა, ბენზემა ხაზგასმით აცხადებს, რომ მადრიდიან წასვლას არ აპირებს.
- 24 დეკემბერი 2009
- 3 435
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.