ანჩელოტი რჩეულ შემადგენლობას გამოიყვანს „სელტასთან“
სათასო კვირეულის შემდეგ, „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ანჩელოტის ფავორიტი ფეხბურთელები ბრუნდებიან.
„კოპა დელ რეის“ განვლილ მატჩში „კორნელიასთან,“ „პაპა კარლომ“ გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა მწვანე მინდორზე.მწირი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებმა შანსი მიიღეს და შეიძლება ითქვას, რომ გამოიყენეს კიდეც, თუმცა უკვე პრიმერა დივიზიონის ფარგლებში, ისინი კვლავ სათადარიგო სკამს დაუბრუნდებიან.
სამეფო კლუბი მომდევნო ტურში „სელტას“ მიიღეს საკუთარ მოედანზე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, არც მეტი, არც ნაკლები, „ნოუ კამპიდან“ წამოიღო 3 ქულა და შესაბამისად, დიდ ყურადღებას იმსახურებს.
ანჩელოტი ოპტიმარულ თერთმეტეულს დააყენებს ვიგოელების წინააღდმდეგ.ტრადიციისამებრ, კარს იკერ კასილიასი დაიცავს, ხოლო მის წინ, რამოსი, პეპე, კარვახალი და მარსელო განლაგდებიან.
მოედნის ცენტრში კროოსი გამეფდება, რომელსაც ხამესი და დისკვალიფიცირებული ისკოს ნაცვლად, ილიარა აუბამენ მხარს.
რაც შეეხება შეტევით ხაზს, „სელტას“ კარს ბეილის, ბენზემას და რონალდუს ტრიო დაემუქრება.
AS
- 5 დეკემბერი 2014
- 2 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.