"მესი და კასილასი "პსჟ"–ში მიდიან"
მანუელ ესტებან მანოლეტემ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
"იკერ კასილასი და ლიონელ მესი პარიზული კლუბის მთავარი სამიზნეები არიან. არგენტინელმა ვარსკვლავმა შემოთავაზება უკვე მიიღო და სავარაუდოდ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ მესი "პსჟ"–ში წავა, ფრანგები სატრანსფერო ბაზარზე დააყენებენ ედისონ კავანის და ზლატან იბრაჰიმოვიჩს."
"რაც შეეხება მადრიდის "რეალის" კაპიტანს, პარიზელები მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ჩამოდიოან. კასილასის სატრანსფერო ღირებულებას იმდენად ძვირად აფასებს "პსჟ"–ს მფლობელი შეიხი, რომ არამგონია უკვე ასაკში მყოფ კიპერის გაყიდვაზე ფლორენტინო პერესმა უარი თქვას."
Defensacentral.com
- 5 დეკემბერი 2014
- 4 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.