ილიარა სასტარტოში ბრუნდება
ისკოს დისკვალიფიკაციისა და მოდრიჩის ტრავმის ფონზე, ილიარამენდის სასტარტო შემადგენლობაში ეხსნება გზა.
ამ მომენტისათვის, ასიერი მერვე ფეხბურთელია გუნდში, რომელსაც ყველაზე ნაკლები დრო ერგო მიმდინარე სეზონში - 532 წ.მას მხოლოდ კოენტრაუზე, ხედირაზე, ნავასზე, ჩიჩარიტოზე, ნაჩოზე, პაჩეკოსა და ხესეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
უკანასკნელად, ბასკი ფეხბურთელი 73 დღის წინ იდგა სარტარტო შემადგენლობაში, როდესაც მადრიდელებმა 5-1 დაამარცხეს „ელჩე.“
ნიშანდობლივია, რომ ასიერს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს პასების სიზუსტის კუთხით პრიმერა დივიზიონში.საერთო ჯამში, მან 224 გადაცემას მოუყარა თავი (94%) და ისეთ სახელოვან ნახევარმცველებს აღემატება, როგორებიც არიან: ჩავი (93%), კროოსი (93%), ინიესტა (92%), ბუსკეტსი (92%), მოდრიჩი (91%), ისკო (90%), რაკიტიჩი (90%) და ხამესი, (88%), თუმცა ჩამოთვლილ ფეხბურთელების გაცილებით მეტი დრო აქვთ გატარებული საქმეში.
as
- 5 დეკემბერი 2014
- 1 568
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.