მარსელო: "მადრიდში მსურს კარიერის დასრულება"

ბრაზილიელმა მარსელომ, Facebook-ის საშუალებით უპასუხა გულშემატკივრების კითხვებს.

- ვინ არის თქვენი კარიერის სულისჩამდგმელი?
- მამაჩემი.

- ვინ არის თქვენთვის საუკეთესო ფეხბურთელი?
- კრიშტიანუ რონალდუ.

- თქვენი საუკეთესო მოგონება სამეფო კლუბში?
- ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს "ბლანკოსთან" და რთულია რომელიმეს გამოყოფა, მაგრამ ახლა, "დესიმას" მოგება მახსენდება.

- ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს?"
- რა თქმა უნდა, რონალდუ.

- ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი "რეალში?"
- ყველასთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- როდემდე გინდა "რეალში" თამაში?
- ჩემი სურვილია, რომ კარიერა აქ დავასრულო.

- როგორ ფიქრობთ, შეუძლია "რეალს" ტრიპლეტის მოგება?
- სამეფო კლუბის მაისურის ტარება ნიშნავს, ყველა ტიტულისათვის ბოლომდე ბრძოლას.თითოეული მადრიდელის ოცნებაა ტრიპლეტის დადება.

- თქვენი ფავორიტი გოლი?
- ჩემთვის თითოეული გოლი განსაკუთრებულია, მაგრამ ბუნებრივია, ჩ/ლიგის ფინალში თავის გამოჩენა, დაუვიწყარი მომენტია.

- რომელი წლიდან დაიწყეთ ბურთის გორაობა?
- ფეხბურთის თამაში 4 წლიდან დავიწყე.

- ყოფილხართ ინდოეთში?
- არა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს.

- თქვენი საყვარელი ფილმი...
- რობოტი

- რა იგრძენი ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებისას?
- ამის აღწერა შეუძლებელია, ეს იყო დიდებული გრძნობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამასთანვე უნდა აღვნიშნო ის გამოცდილება, რომელიც მაშინ მივიღე.

- რა გავლენა მოახდინა რობერტო კარლოსმა თქვენზე?
- ის ჩემთვის ნომერ პირველია, მისი დონის მარცხენა მცველი მსოფლიოს არ ჰყოლია. რობერტო ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი იყო.

- 12 თქვენთვის რამეს ნიშნავს?
- ეს ნომერი ძალიან მიყვარს, ამ რიცხვში დავიბადე და ერთგვარად ბედნიერების თილისმად მექცა.

- რომელი უფრო სწრაფია, კრიშტიანო თუ ბეილი?
- მე ! ჰა ჰა ჰა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (99)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)