ზდრავკო მამიჩი: "კოვაჩიჩი და ბლანკოსი მოლაპარაკებებს აწარმოებენ"
მილანის "ინტერის" ნახევარმცველის მარკო კოვაჩიჩის აგენტმა, ზრავკო მამიჩმა საინტერესო განცხადება გაავრცელა.
"კოვაჩიჩის ფასი 30 მილიონი ევროა, თუმცა ჩვენ ჯერ–ჯერობით არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. სამაგიეროთ აქტიური საუბარი გვაქვს მადრიდის "რეალთან". თეთრები ზაფხულის მერე ცდილობენ ჩვენთან კონტაქტს და ბოლო პერიოდში მათ შეთანხმების მიღწევის რეალური შანსები გაუჩნდათ."
ცნობისთვის გეტყვით, რომ კოვაჩიჩი არის ლუკა მოდრიჩის თანამემამულე. ისინი ერთად ასპარეზობენ ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვაში და ფლორენტინო პერესის აზრით, ისინი სამეფო კლუბშიც იდეალურად გაუგებენ ერთმანეთს.
Defensacentral.com
- 4 დეკემბერი 2014
- 2 182
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.