მადრიდელებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქომაგებს

ფლორენტინო პერესმა, რაულ გონსალესმა, რიკარდო კაკამ და კრისტიანუ რონალდუ ნაძვის ხესთან დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქომაგებს (სამწუხაროდ, არცერთს უთქვამს ლექსი ან სიმღერა).

"ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე" - აღნიშნა დონ პერესმა.პრეზიდენტის შემდეგ ფეხბურთელებმაც ერთხმად შემოსძახეს: "ვულოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს.უწინარეს ყოვლისა, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, რამეთუ ახალ წელს შეძლონ ჩვენი მხარდაჭერა, რათა უფრო წარმატებული შედეგი დავაფიქსიროთ."

ამის შემდეგ საუბარი ჩამოვარდა თემაზე, თუ ვინ სად და ვისთან ერთად ატარებს შობა-ახალი წლის დღეებს.პირველი ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის კომენტარი გახლავთ: "ტრადიციისამებრ შობას ყოველთვის ოჯახთან ერთად ვხვდები.მშობლებმა მასწავლეს, რომ ეს არის დღე, როდესაც ყველანი ერთად უნდა ვიყოთ.ამიტომაც საშობაოდ ვიკრიბებით ძმები, დები, მათი შვილები, მათი ოჯახები და ა.შ.სიმართლე გითხრათ ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს ასეთ დროს, რაც ძალზედ მახარებს." რაულიც აღნიშნულ დღესასწაულებს ოჯახთან ერთად ზეიმობს.დამდეგ ახალ წელს "ელ კაპიტანოს" ოჯახში ერთით მეტი წევრია: "ჩვენ წელს ერთით მეტნი ვართ.რასაკვირველია, ოჯახურ გარემოში ვხვდები ამ დღეებს.ასეთ დროს ძალიან ბევრს ვჭამთ, ვიცინით და ვმხიარულობთ.ძალიან მიხარია, რამეთუ მექნება დრო ახლოს ვიყო ჩემს ბავშვებთან (ჩვენს ლეგენდას ხუთი შვილი ჰყავს)."

"ეს დღესასწაულები ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.მე საკმაოდ ფართო წრეში ვხვდები შობა-ახალ წელს.ერთად ვიკრიბებით ოჯახის წევრები, დეიდები, ბიძები, მათი შვილები და მეგობრები.ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ" - დასძინა ბრაზილიელმა. თავის მხრივ რონიც არ ჩამორჩა სხვებს და შემდეგი კომენტარი გააკეთა მოახლოვებულ დღეებზე: "მე შობას მთელ ოჯახთან ერთად ვზეიმობ.ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა, რამეთუ წლის განმავლობაში მხოლოდ ამ დღესასწაულებზე მეძლევა შანსი ოჯახთან ყოფნისა.ჩვენ ძალიან გვახარებს ერთმანეთის დანახვა."

რაც შეეხება პროფესიულ განცხადებებს, ის შემდეგნაირად გამოიყურებოდა: "ვიმედოვნებ, რომ ახალ წელს ტრავმები აღაც შემაწუხებს.ბოლომდე დავიხარჯები, რათა გუნდს მოვაგებინო ის ტურნირები, რომელშიც ვასპარეზობთ" - აღნიშნა რონალდუმ. პორტუგალიელს ბრაზილიელის ინტერვიუც მოჰყვა ამ თემაზე: "ძალიან მნიშვნელოვანი წელი მოდის.კარგად ვიცით, რომ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა მანამდე ვეცდები სამეფო გუნდის ორი ტიტული მოვაგებინო.ასევე ჩემი სურვილია, ინჩასები დავატკბოთ კარგი ფეხბურთის ყურებით."

კაპიტნის ოცნებები 2010 წლისთვის კი შემდეგი მდგომარეობს: "ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა მეათე ჩემპიონთა ლიგის მოგება.მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის."

მოთამაშეები ფიქრობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში დამატებითი მოტივაციაა მათთვის.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com


ყურადღება მინდა გავამახვილო საჩუქრებზე, რომელიც დონ ფლორენტინო ნაძვის ხის ქვემოთ დაუდო ბიჭებს.ჩემდა სამწუხაროდ სტატიაში არ ეწერა ის, თუ რა იდო მოთამაშეების კარგად შეფუთულ ყუთებში (იმედია, პერესმა თითო-თითო კახური ჩურჩხელა, გოზინაყი და "ბაგრატიონის" შამპანური ყველას ჩაუდო).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)