ტანჯვის თვეები დასრულდა
ხესე როდრიგესმა მოლოდინი გაამართლა.
259 დღიანი პაუზის შემდეგ ხესე კვლავ გამოვიდა მწვანე მინდორზე. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩში "შალკეს" წინააღმდეგ მან უმძიმესი ტრავმა მიიღო და დიდი ხნით ჩამოშორდა გუნდს. ხესეს პირველად ჩატარებული ოპერაცია გაურთულდა და ქირურგები საქმეში ხელმეორედ ჩაერთნენ.
საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა სარეაბილიტაციო კურსი. ახალგაზრდა ფეხბურთელი თავდაუზოგავად შრომობდა იმისთვის, რათა მალე დაბრუნდებო იმ საქმეს, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს. მედიკოსების ვარაუდით მადირდელთა მეოცე ნომერი მინდორზე ახალი წლის შემდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა როდრიგესი იმდენად მონდომებული იყო, რომ დანიშნულ განრიგს გაუსწრო და გუშინ მოედანზე წარდგა გულშემატკივრების წინაშე.
აღსანიშნავია, რომ მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იგი ისე მოძრაობდა მინდორზე, თითქოს არავითარი დაზიანება არ ჰქონია. ხესემ გულშემატკივრის სასიხარულოდ გოლის გატანაც მოახერხა. ფეხბურთელის განცხადებით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი მის კარიერაში.
Goal.com
- 3 დეკემბერი 2014
- 2 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.