მედრანი:"ანჩელოტის დარიგებებს ყურადღებით ვისმენ"
ალვარო მედრანი, რომელიც "კასტილიის" ლიდერი გახლავთ, კარლო ანჩელოტისგან სიმპატიით აღჭურვილი პირი ხდება, მან "კორნელიასთან" პაექრობაში კიდევ ერთხელ მიიღო მოედანზე გასვლის შანსი, ის სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და გუნდს სოლიდური ანგარიშით გამარჯვებაში დაეხმარა...
"კარლო ანჩელოტის რჩევა-დარიგებებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენ, რადგან იტალიელი საუკეთესო სპეციალისტია. მან მითხრა, რომ მოედანზე მშვიდად გავსულიყავი, საკუთარი ძალები წარმომეჩინა და მეტოქისთვის პატივი მეცა."
"ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მეუბნებიან და პროფესიულად გავიზარდო. ეს მატჩები სამომავლოდ დიდ დახმარებას გამიწევს."
- 3 დეკემბერი 2014
- 1 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.