ხავი მუნიოსი:"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვარ"

მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილმა, ხავი მუნიოსმა "კორნელიასთან" მატჩში 63- წუთზე მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიიღო, "კანტერანომ" ხამეს როდრიგესი შეცვალა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა...

"მერწმუნეთ, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მთავარი გუნდის მაისური მოვირგე. ეს ჩემთვის დიდი პატივია, მუშაობას განვაგრძობ და ყველაფერს გავაკეთებ კარლო ანჩელოტის გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად, ეს ჩემთვის გარკვეული ვალდებულებაც გახლავთ. მოტივაცია უდიდესია, რაც ძალას მმატებს."

"დღეს ჩემთვის უბედნიერესი დღეა, იმედი მაქვს 2 დეკემბერი მხოლოდ დასაწყისი იქნება, ამის შემდეგ კი მრავალჯერ დავიცავ "ბლანკოსის" ღირსებას."

"მოედანზე გასვლის წინ ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ფერნანდო იერომ გამამხნევა, თამაშში ჩართვის შემდეგ კი ყველაფერი გადამავიწყდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მრავალი წლის მანძილზე ვიცავი "რეალის" ღირსებას. ყველას დიდ მადლობას ვუხდი გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის."

  • Hala
  • 3 დეკემბერი 2014
  • 1 771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)