ანჩელოტი: „ხესეს სათამაშო წუთები სჭირდება“

კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ მერვედფინალში გასვლა შეაჯამა.

„რა თქმა უნდა, ხესე სათამაშო პრაქტიკას საჭიროებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ნორმალურად იასპარეზა.ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნება იოლი ნამდვილად არ არის.როდრიგესი „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგაც ითამაშებს.“

„ვფიქრობ, გუნდმა სერიოზული შეხვედრა ჩაატარა, რისი წყალობითაც დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.ფეხბურთელებმა საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნეს მოედანზე.“

„მეორე გუნდიდან 6 ფეხბურთელი გამოვიძახეთ და უწინარეს ყოვლისა, ეს კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს.ჩემი აზრით, ზიზუ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს „კასტილიაში.“ფრანგს გულისყურით უსმენენ მოთამაშეები, რაც მათ ზრდას უწყობს ხელს.ჩვენ ხშირად გამოვიყენებთ ახალგაზრდების რესურსს.ვგონებ, უახლოეს მომავალში, ისეთი ბიჭები, როგორებიც ლორენტე და მედრანი არიან, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.“

„ხამესი ძალიან კარგად ბურთაობს.ვფიქრობ, ადვილი არ არის, პირველივე სეზონში ასეთ დონეზე თამაში.ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება.კოლუმბიელი შემგუებელი პიროვნებაა, რაც ძალიან მომწონს მასში.“

„ბუნებრივია, ადრე არასოდეს გვიფიქრია მოგებათა სერიის რეკორდზე.ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანია ვიგოელების ძლევა და ვნახოთ, შემდეგ რა მოხდება.კმაყოფილნი ვართ განვითარებული მოვლენებით.“

„შემადგენლობაში 5 თავდამსხმელი გვყავს და სათამაშო წუთებს ყველა მიიღებს.ხესეს ნებისმიერი პოზიციაზე ძალუძს ასპარეზობა, უფრო მარცხნივ მოსწონს დადგომა, თუმცა არც მარჯვენა ფრთა წარმოადგენს პრობლემას.“

„არ ვფიქრობ, რომ ტრავმის შემდეგ, ხესეს ეშინია თამაში.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)