ვეტერანები და ახალბედები - არბელოა გუნდს უკაპიტნებს
დღევანდელ მატჩში, "კორნელიას" წინააღმდეგ სამეფო კლუბის კაპიტანი ალვარო არბელოა იქნება.
გამომდინარე იქიდან, რომ იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, კრიშტიანო რონალდო და კარიმ ბენზემა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, კაპიტნის სამკლაურის მორგება ალვარო არბელოას მოუწევს. ვეტერანი ესპანელი ფლანგელისთვის მადრიდის "რეალის" კაპიტნობა ბევრს ნიშნავს, რადგან იგი სწორედ ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია.
კარლო ანჩელოტისთვის დღევანდელი მატჩი "კორნელიას" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველგვარი ინტრიგა დაკარგა შემდეგმა შეხვედრამ, რომელსაც სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. სწორედ ამიტომ, იტალიელმა სპეცილისტმა ძირითადი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. ხოლო მათ ადგილზე გამოუცდელი მოთამაშეები განამწესა.
სასტარტო შემადგენლობიდან დღეს პირველივე წუთებზე მოგვევლინება ორად ორი ფეხბურთელი, ისკო და ხამეს როდრიგესი. ანჩელოტის გადაწყვეტილებით, მეტოქის დამარცხებაში თავიანთი წვლილის შეტანას ეცდებიან კასტილიელებიც: ხავი მუნიოსი, დიეგო ლიორენტე, ნობლეხასი და მედრანი. ნახევარდაცვის ცენტრალური რგოლის გაძლიერებას ეცდებიან სამი ხედირა და ასიერ ილარამენდი.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დღევანდელ მატჩს ესპანელებმა "ვეტერანების და ახალბედების გაერთიანება" უწოდეს.
Marca.com
- 2 დეკემბერი 2014
- 1 923
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.