მიულერი: "რონალდოს გამარჯვება მოსაწყენი იქნება"
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ისაუბრა.
"მანუელ ნოიერი გახდა 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული, რომელმაც იდეალური მატჩები ჩაატარა და გულშემატკივარს დიდებული პერფორმანსი შესთავაზა. მართალია რონალდომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 17 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ჩემი აზრით, მისთვის ოქროს ბურთის გადაცემა მოსაწყენი პროცესი იქნება."
"ვფიქრობ, საუკეთესოს წოდების კანდიდატთა შორის უნდა ყოფილიყო ჩემი თანაგუნდელიც, არიენ რობენი. მან იდეალურად იასპარეზა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე და ჩემი აზრით, მისთვის გაცილებით უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექციათ."
Defensacentral.com
- 2 დეკემბერი 2014
- 2 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.